ა) ჭადრაკულად დაწყობისას – კენტ იარუსებზე მოთავსებული ყუთები განლაგდება ვაგონის სიგრძის გაყოლებით, ერთმანეთს შუა 4 - 5 სმ-ზე, ვაგონის ერთი გასწვრივი კედლისაგან 7 - 8 სმ და მეორისაგან 2 - 3 სმ მანძილის დაშორებით. იმავე თანმიმდევრობით იწყობა ყუთები ლუწ იარუსებზე იმ განსხვავებით, რომ ქვემოთ განლაგებულ კენტ იარუსებზე მოთავსებულ ყუთებს შორის არსებული ღიობები გადაფარული უნდა იყოს სულ ცოტა 2 - 3 სმ პირგადადებით. განაპირა ყუთები შეიძლება გამოწეული იყოს არა უმეტეს მათი სიგანის ერთი მესამედით;
ბ) ვერტიკალურად დაწყობისას – ფიცრის ყუთები განლაგდება ვაგონის სიგრძის გაყოლებით, მჭიდროდ ერთმანეთთან და ვაგონის ტორსულ კედლებთან, ხოლო განივად – ყუთებს შუა, აგრეთვე ტვირთის შტაბელებსა და გრძივ კედლებს შორის 4-5 სმ ღიობის დატოვებით. ყოველი ორი იარუსის შემდეგ ყუთების ზედაპირზე იდება 2-3 სმ განივკვეთის ლარტყები, რომელთა ბოლოები ებჯინება ვაგონის გრძივ კედლებს. ზედა ორ იარუსზე ყუთები უნდა დაიწყოს ლარტყებზე, ხოლო მომდევნო იარუსების ყუთები ზუსტად ეწყობა ქვედა რიგის ყუთებზე;
გ) ხონჩა-ყუთები და მუყაოს ყუთები იწყობა მჭიდრო ლარტყების გამოუყენებლად. ხონჩა-ყუთები განლაგდება გრძივად ვაგონის გასწვრივ, მჭიდროდ ერთმანეთთან და გრძივ კედლებთან ისე, რომ ქვედა ხონჩა-ყუთების ყველა დგარი ზუსტად ჯდებოდეს ზედა ყუთებში მათთვის დატოვებულ კილოებში.
2. ზედა იარუსის მომიჯნავე ყუთების დგარებს ერთი მეორეზე აბამენ მავთულით ან ხეზით.
3. ვაგონში (კონტეინერში) ბოსტნეულის ტომრებსა და ბადეებს აწყობენ ვერტიკალურად, რამდენიმე იარუსად.
4. ზამთრის პერიოდში ბანანის გადაზიდვისას, მისი გადამეტცივობის თავიდან აცილების მიზნით, მუყაოს ყუთების (კოლოფების) ქვედა რიგი თავსდება ქვეშზე, რომელიც იატაკის ცხაურებზე იდება. ბანანის ყუთები იწყობა მჭიდრო შტაბელებად, ღრეჩოების დაუტოვებლად, ან ჭადრაკულად