1. ტვირთის ვაგონში განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მხრიდან კარების თავისუფალ გაღებას. ტარიან-საფუთავი და ცალკეული ტვირთი იწყობა კართშორის სივრცეში, კარიდან 25 სმ-ის დაშორებით. თუ ამგვარად დაწყობილი ტვირთი არამდგრადია განივი მოძრაობის მიმართ, მაშინ კარსა და ტვირთს შუა დატანებულ უნდა იქნეს არანაკლებ 4 სმ სიგრძის ფიცრები ან დაფები. ამ შემთხვევაში, ტვირთი შეიძლება ფიცრებთან მჭიდროდ მიებჯინოს.
2. თუ ყუთების სიგრძე არ არის ვაგონის სიგრძის ჯერადი, ან თუ იგი განლაგებულია ჭადრაკულად, კართშორისი სივრცე 70 – 100 სმ სიგანეზე უნდა შემოიღობოს განმბჯენებით, რომლებიც შეიკვრება 18 – 20 სმ სიგანისა და 6 – 8 სმ საერთო სისქის ფიცრებისგან ან 10 – 15 სმ დიამეტრის მრგვალი დგარებისგან. ორი ზედა იარუსის ყუთები უნდა ეყრდნობოდეს განმბჯენების ფიცრებს. განმბჯენების მოწყობისას აკძალულია ვაგონის კედლებსა და იატაკში ლურსმნების ჩაჭედება.