ა) საადრეო ჯიშების ყურძნის, გარგარის, ატმის, ალუჩის, ალუბლის, ბლის, ქლიავის, ვაშლის და მსხლის, ყუთებში – 1,8 მ;
ბ) საადრეო კომბოსტოს, საგვიანო კიტრის, ვაშლის, მსხლის, კომშის, მწვანე ბანანის, პამიდვრის, ნესვისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის, ყუთებში, ვაგონ-მაცივრებში – 2,0 მ;
გ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 1,7 მ;
დ) ხილ-ბოსტნეულის ხონჩა-ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;
ე) საადრეო ვაშლის და მსხლის, ყუთებში, დახურულ ვაგონებში - 1,6 მ;
ვ) ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტაროს, ყუთებში, სარეფრიჟერატორო ვაგონში: წინასწარ შეციებულის - 1,6 მ, შეუციებელის – 1,2 მ;
ზ) ნესვის, საზამთროსა და გოგრასი, ყუთის ქვეშში ან ყუთებში: სარეფრიჟერატორო ვაგონებში – 2-3 იარუსს, დახურულ ვაგონებში – 2 იარუსს;
თ) საგვიანო კარტოფილის, თავიანი ხახვის, სუფრის ჭარხლის, სტაფილოსი, კომბოსტოსი და სხვა ბოსტნეულისა, რომელიც შეფუთულია ტომრებსა ან ბადეებში, სარეფრიჟერატორო და დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;
ი) საგვიანო ვაშლისა და მსხლის, კომშის, მკვახე ხურმის, ბროწეულის, საშუალო სიმწიფის კომბოსტოსი, ნესვის, პამიდვრის და სხვა ხილ-ბოსტნეულისა, ყუთებში, დახურულ ვაგონებში – 1,8 მ;
კ) საშუალო საგვიანო (1-ლი სექტემბრის შემდეგ) თავთეთრი კომბოსტოსა და საზამთროსი, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,6 მ;
ლ) საგვიანო თავთეთრი კომბოსტოსი, საგვიანო შემოდგომაზე ამოღებული კარტოფილისა და სუფრის ჭარხლის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში გადაზიდვისას – 1,6 მ;
ო) წინა წლის მოსავლის კარტოფილის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ;
პ) გოგრის, უტაროდ (დაყრით), დახურულ ვაგონებში – 1,5 მ;
2. სუფრის ჭარხლის, საზამთროს და ნესვის დაყრით გადაზიდვის დროს ვაგონის იატაკი და კედლები, დატვირთვის სიმაღლეზე, მოფენილი უნდა იყოს მშრალი ნამჯის ან ხის ბურბუშელის 10 სმ სისქის ფენით.
3. ბოსტნეულის, კარტოფილის და ბაღჩეულის დაყრით გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნმა დახურული ვაგონების კართშორისი სივრცე უნდა შეღობოს ბოსტნეულის ფარებით
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 221. 1. ხილ-ბოსტნეულის დაწყობის მაქსიმალური სიმაღლე, ვაგონის ტიპის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ ზომებს:
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 215. 1. ყუთებში ჩაწყობილი ხილ-ბოსტნეული ვაგონში განლაგდება შემდეგი წესით:
- მუხლი 216. 1. პაკეტები იზოთერმულ ვაგონებში ქვეშზე იდება იატაკის ცხაურებზე, ხოლო დახურულ ვაგონებში (კონტეინერებში) – იატაკზე
- მუხლი 217. 1. ტვირთის ვაგონში განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს ორივე მხრიდან კარების თავისუფალ გაღებას. ტარიან-საფუთავი და ცალკეული ტვირთი იწყობა კართშორის სივრცეში, კარიდან 25 სმ-ის დაშორებით. თუ ამგვარად დაწყობილ
- მუხლი 218. 1. დაუფეშხოებელ ნაკლავად, ფეშხოებად და ნახევარფეშხოებად გაყინული ხორცი, რომელიც შეუფუთავად გადაიზიდება, თავსდება იზოთერმულ ვაგონებში მკვრივ შტაბელად, იატაკის ცხაურებსა და კედლებზე, ჩატვირთვის მთელ სიმ
- მუხლი 219. 1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაცივებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონ
- მუხლი 220. 1. ფუტკრის სკები ან ფუტკრის ფანერის პაკეტები, დახურული ვაგონებით გადაზიდვისას, თავსდება რამდენიმე იარუსად ისე, რომ ვენტილაციური ხვრელები არ გადაიხუროს და რიგებს შორის იყოს გამყოლთა გასავლელი ადგილი. ს
- მუხლი 222. 1. მინერალური წყალი, უალკოჰოლო და მცირეალკოჰოლიანი, მათ შორის, გაზიანი წყალი და ლუდი, რომელიც დაფასოებულია პოლიმერულ ბოთლებსა (პეტ–ბოთლებში) და თუნუქის ქილებშია, უნდა შეიკრას შემოჭერილი თერმოშეკლებადი
- მუხლი 223. 1. მალფუჭებადი ტვირთი იმ ყუთებში, რომელთა დატვირთვის სიმაღლე ამ წესებით არ არის განსაზღვრული, იწყობა ისეთ სიმაღლემდე, რომ ჩატვირთული ტვირთის მასა არ სცილდებოდეს ვაგონის ტრაფარეტულ ტვირთამწეობას. ტვირთ
- მუხლი 224. 1. ტვირთგამგზავნს უნდა ჰქონდეს მოწყობილობა, მასალები და სხვა სამარჯვები, რაც აუცილებელია მალფუჭებადი ტვირთის ჩატვირთვის, დამაგრებისა და გადაზიდვისთვის
- მუხლი 225. 1. ვაგონში ხორცისა და ხორცპროდუქტების ჩატვირთვა ნებადართულია სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით
- მუხლი 226. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, გადასაზიდად წარადგინოს გაყინული ხორცი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 221, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-221/