2. „ტეტრა-ბლიკ ასეპტიკ” (შემდგომ – „ტბა“) შეფუთვაში დაფასოებული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ნექტარი, სტერილიზებული რძე და ნაღები, ხაჭო და ბრინზა შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთნაირი ტევადობის შეფუთვის ბლოკებად, რომელიც იდგმება თერმოშეკლებადი აფსკით შემოკრულ მუყაოს ხონჩაზე.
3. ბლოკები ვაგონებსა და კონტეინერებში გადაიზიდება მხოლოდ ქვეშებზე, პაკეტებად გაერთიანებული. ამ შემთხვევაში, პაკეტებს შემოკრული უნდა ჰქონდეს მკვრივი პოლიმერული თერმოშეკლებადი აფსკი.
4. პოლიმერული ბოთლების პაკეტების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ-ს, ხოლო თუნუქის ქილებისა და „ტბა“ შეფუთვისა – 1,1 მ-ს. პაკეტში, ბლოკების ჰორიზონტალურ რიგებს შუა, იგება მუყაო, ხოლო პაკეტები იწყობა ერთ იარუსად