1. ხელოვნურად და ბუნებრივად გაცივებული ხორცი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო ვაგონებით, კოჭის კაკვებზე ჩამოკიდებული ისე, რომ დაუფეშხოებელი ნაკლავი, ფეშხოები და ნახევარფეშხოები არ ეხებოდეს ერთმანეთს, ვაგონის იატაკსა და კედლებს, ფეშხოების და ნახევარფეშხოების მარჯვენა ნახევრები იმყოფებოდეს ვაგონის კარიდან ერთ მხარეს, ხოლო მარცხენა ნახევრები – მეორე მხარეს, და მათი შიდა მხარე მიმართული იყოს ტორსული კედლისკენ, რომელზეც დაყენებულია ხელსაწყოები. საქონლის ნახევარფეშხოები და დაუფეშხოებელი ცხვარი დაკიდული უნდა იყოს კაკვებზე ორ იარუსად. დიდი ზომის ფეშხოები და ნახევარფეშხოები კაკვზე იკიდება ჭადრაკული წესით. გაციებული ღორის ხორცი, რომელიც დაჩეხილია ნახევარფეშხოებად, და ყველა სხვა სახის ცხოველის ხორცი, ადგილების მოცულობის კვალობაზე, იკიდება ისევე, როგორც საქონლისა და ცხვრის ხორცი.
2. შეყინული ხორცი, რომელიც განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, დაიწყობა არა უმეტეს 1,6 მ. სიმაღლის შტაბელებად ვაგონის გრძივი ღერძის გაყოლებით,.
3. დაფასოებული მყარი მარგარინის, საკონდიტრო, პურ-ფუნთუშეულისა და კულინარული ცხიმის ჩატვირთვისას ტვირთგამგზავნმა მუყაო უნდა ჩააფინოს ვაგონის იატაკისპირა ცხაურზე. ამგვარი ტვირთის განლაგება მუყაოს ყუთების ტორსზე არ დაიშვება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 219
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 219, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-219/