2. გადაზიდვის ვადის ან სარეფრიჟერატორო ვაგონში ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით მიტანილი მალფუჭებადი ტვირთის გაცემისას დანიშნულების სადგურში‚ რკინიგზა ვალდებულია‚ შეამოწმოს მისი მდგომარეობა‚ წონა და ადგილების რაოდენობა.
3. სარეფრიჟერატორო ვაგონში, გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვით გადაზიდული მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭებისას დგება კომერციული აქტი‚ რომელსაც თან უნდა დაერთოს მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ამონაწერი გზაში ტემპერატურული რეჟიმის ჟურნალიდან