1. სუბპროდუქტი (თავი, ენა, ტვინი, დრუნჩი, ფეხი, გული, ფილტვები, ჯიგარი, თირკმელი, ყურები, კუდი, კუჭი, ელენთა, ცური) სასურსათო მიზნებისთვის გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში და ტემპერატურა ქსოვილის სიღრმეში არ უნდა იყოს მინუს 12 გრადუსზე მეტი.
2. სუბპროდუქტი იფუთება მუყაოს ყუთებში, იზოთერმულ მუყაოს კონტეინერებში ან ქაღალდის ტომრებში.
3. სუბპროდუქტი უნდა იყოს ახალი, სუფთა, არ უნდა ეტყობოდეს გაფუჭების ნიშნები. თავ-ფეხი და ყურები გადაიზიდება დაფუფქული (შეტრუსული) სახით და უბეწვოდ.
4. ვეტერინარული სამსახურის ნებართვით დაიშვება პირუტყვის საკვებად განკუთვნილი დაბრიკეტებული გაყინული სუბპროდუქტის უტაროდ გადაზიდვა, ვაგონის იატაკზე და კედლებზე, დატვირთვის სიმაღლეზე, ქაღალდის გაკვრის პირობით.
5. სუბპროდუქტის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს გამგზავნის გრაფაში „განსაკუთრებული განცხადებებისა და აღნიშვნები”: „სუბპროდუქტები განკუთვნილია სასურსათო მიზნებისათვის ან პირუტყვის საკვებად“.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 231
თავი XVIII — მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 231, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-231/