2. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულმა მატარებლებმა დაიგვიანეს, მგზავრისთვის გაცემული სხვა სადგურიდან გაფორმებული სამგზავრო დოკუმენტი ინარჩუნებს ნამდვილობას და ხელმეორედ უნდა დაკომპოსტერდეს სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნულ დანიშნულების სადგურამდე მიმავალ უახლოეს მატარებელზე.

3. თუ მგზავრი უარს ამბობს მგზავრობაზე და მისთვის სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებაზე რკინიგზის მიზეზით სამგზავრო მატარებლების დაგვიანების გამო, გადაყვანის და საკომისიო საფასურები მას მთლიანად უბრუნდება. ამასთან დაბრუნების ოპერაციისთვის საფასურს მგზავრი არ იხდის.

4. დასაშვებია კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გაცემული საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტის სამჯერადი შეცვლა.

5. ახალი მგზავრობის გასაფორმებლად საფასურის გადახდის გარეშე მიღებული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელმა წინათ შეძენილი სამგზავრო დოკუმენტი დაბრუნების სალაროში უნდა დააბრუნოს მატარებლის გასვლამდე. კომპიუტერული სისტემის მეშვეობით დაბრუნების ოპერაციის შემდეგ მოლარე მფლობელს უბრუნებს უფასო სამგზავრო დოკუმენტს აღნიშვნით – “კომპოსტერი მოხსნილია”, (თარიღის და საათის მითითებით) და დაბრუნების სპეციალურ ბლანკს, რომელიც იძლევა ახალი მგზავრობის გაფორმების უფლებას.

6. როცა ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტით გაემგზავრა ჯგუფის მონაწილეთა არასრული რაოდენობა, მისი ხელმძღვანელი მოვალეა მატარებლის გასვლამდე ჯგუფური სამგზავრო დოკუმენტი წარუდგინოს გაგზავნის სადგურის (ვაგზლის) უფროსს, რათა მან გააკეთოს აღნიშვნა ამის თაობაზე. გამოუყენებელი ადგილები გადაეცემა სალაროს და მათი ღირებულების დაბრუნება ხდება ამ წესებით დადგენილი წესი