ა) თუ მგზავრს არ გამოუყოფენ ადგილს მატარებელში (საგარეუბნოს გარდა) შეძენილი სამგზავრო დოკუმენტის თანახმად. ამ შემთხვევაში მგზავრის მოთხოვნით გაგზავნის სადგური ადგენს აქტს, რომლის საფუძველზე მას დაუყოვნებლივ სრულად უბრუნებენ სამგზავრო დოკუმენტებისა და ბარგის არშემდგარი გადაზიდვის საფასურს აქტის უკანა მხარეზე ხელწერილით. იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრს იმავე მატარებელში გამოყოფილი აქვს ადგილი დაბალი კატეგორიის ვაგონში, სადგური აბრუნებს სხვაობას მგზავრობის მიღებულ თანხასა და იმ ვაგონში ნამდვილ ღირებულებას შორის, რომელშიც გამოყოფილია ადგილი;

ბ) თუ რკინიგზის სადგურის სალაროში აბრუნებენ გამოუყენებელ დოკუმენტებს, როცა მატარებლის გასვლამდე დარჩენილია არანაკლებ 15 საათისა, გადაიხადოს გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტის სრული ღირებულება;

გ) ბილეთის საფასურის 85% – მატარებლის გასვლამდე 15-დან 4 საათამდე დროის განმავლობაში;

დ)   ბილეთის საფასურის 70% – მატარებლის გასვლამდე 4 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში და არა უგვიანეს მატარებლის გასვლის მომენტიდან 3 საათის განმავლობაში;

ე) უკან გამოსამგზავრებელი ბილეთის მთლიანი საფასური ბილეთის შეძენის ან მობრუნების სადგურში დაბრუნებისას – მატარებლის გასვლამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე, ხოლო ამ დროის გადაცილებისას-ბილეთის საფასურის 70%;

ვ) გასავლელი მანძილის მგზავრობის საფასურის 70% – გზაში მგზავრობის შეწყვეტისას.

2. ხელით გაფორმებული გამოუყენებელი სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნება ხდება ვაგზლის უფროსის (დირექტორის) ან მორიგე ადმინისტრატორის განკარგულებით მგზავრის ზეპირი განცხადების საფუძველზე. წარმოდგენილ სამგზავრო დოკუმენტებს ვაგზლის უფროსი (დირექტორი) ან მორიგე ადმინისტრატორი აუქმებს გადახაზვით, მათზე დაისმება შტამპი
„ანაზღაურდეს . . . % გამოქვითვით”, ხელმოწერა, წარმოდგენის თარიღი და საათი.

3. თუ მგზავრი კომპიუტერული სისტემით აღჭურვილ სპეციალიზებულ სალაროში აბრუნებს ამ სისტემის მეშვეობით გაფორმებულ სამგზავრო დოკუმენტებს, ადმინისტრატორის მიერ აღნიშვნის გაკეთება საჭირო არ არი