2. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენისთანავე კონტროლიორ-რევიზორი და მატარებლის უფროსი ატოვებინებენ მგზავრს მატარებელს უახლოეს სადგურში.

3. თუ მგზავრის მიერ გადასაზიდად აკრძალული ნივთების გადაზიდვამ გამოიწვია სხვა მგზავრების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ნივთების ან/და რკინიგზის ქონების დაზიანება ან მოსპობა მგზავრი სრულად ანაზღაურებს მიყენებულ ზიანს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალეულ პირზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

4. სამგზავრო მატარებლით გადასაზიდად აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში კონტროლიორ-რევიზორი ვაგონის გამყოლზე ადგენს აქტს, რომელიც იგზავნება გამყოლის სამუშაო ადგილზე ან სამგზავრო მეურნეობის სამსახურში განხილვისა და ზომების მისაღება