1. პირი ვალდებულია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდეს პატენტრწმუნებულთა რეესტრში.

2. თუ პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა რეესტრში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი ძალას კარგავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.

თავი VI

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი, გამოცდის მიმდინარეობა და ზედამხედველო