მუხლი 18. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი
თავი VI — საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი, გამოცდის მიმდინარეობა და ზედამხედველობა
1. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია. საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყების შემდეგ გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვებ