მუხლი 12. საგამოცდო ნაშრომის გაცნობა და გასაჩივრება
თავი IV — საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება და საბოლოო შედეგები
1. გამოსაცდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები. ამ მიზნით მას უფლება აქვს მიმართოს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს საკუთარი ნაშრომის გაცნობა, გამოცდის შედეგების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. გამოსაცდელი ეცნობა საკუთარ ნაშრომს სპეციალურად განკუთვნილ ოთახში, სამდივნოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. გამოსაცდელი უფლებამოსილია საგამოცდო ნაშრომის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შესახებ საჩივრების განმხილველ კომისიას (შემდგომ – საჩივრების განმხილველი კომისია) დასაბუთებული საჩივრით. დაგვიანებული საჩივარი არ მიიღება.
2. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ ექვემდებარება გაცემას. საგამოცდო დავალების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული შესაბამისი განჩინების საფუძველზ
მთავარი მონაცემები
ვადა1 სამუშაო დღის ვადაში
ვადა2 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 22. ნაშრომის გასწორება— საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე