1. განაცხადის ან პატენტის ძალაში შესანარჩუნებლად განმცხადებელი/პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს განაცხადის ან პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასური დაწყებული მესამე წლიდან განაცხადის შეტანის თარიღიდან.

2. განაცხადის ძალაში შენარჩუნების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს იმ წლის დაწყებამდე, რომლისთვისაც გადაიხდება ძალაში შენარჩუნების საფასური, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.

3. პატენტის ძალაში შენარჩუნების წლიური საფასური გადახდილი უნდა იქნეს შესანარჩუნებელი წლის დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში პატენტის მოქმედება უქმდება.

4. გაუქმებული პატენტის აღსადგენად პატენტის მფლობელს ეძლევა 6-თვიანი საშეღავათო ვადა – შესანარჩუნებელი წლის პირველი 6 თვე, როდესაც პატენტის მფლობელი გადაიხდის შესანარჩუნებელი წლის საფასურს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მას ეძლევა კიდევ 6-თვიანი ვადა, როდესაც პატენტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს პატენტის აღდგენისა და ძალაში შენარჩუნების საფასური.

5. თუ წლიური საფასური არ იქნება გადახდილი ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.

6. ინფორმაცია პატენტის მოქმედების შეწყვეტის, აღდგენის და გაუქმების შესახებ შეიტანება რეესტრში.

7. ინფორმაცია პატენტის მოქმედების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ შეიძლება გაეგზავნოს პატენტის მფლობელს.

8. ინფორმაცია პატენტის მოქმედების გაუქმების შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

9. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.

თავი IV

პროცედურული საკითხე