1. გამოქვეყნებულ განაცხადში ან პატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის სახელის (დასახელების) ან/და მისამართის ცვლილება ან უფლებების გადაცემა რეგისტრირდება რეესტრში, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ 1 თვის განმავლობაში.

2. განცხადება ცვლილების ან უფლებების გადაცემის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით.

3. ცვლილების შემთხვევაში განცხადებას უნდა ახლდეს განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან“, ან მისი ტოლფასი სხვა დოკუმენტი.

4. უფლებების გადაცემის შემთხვევაში განცხადებას უნდა ახლდეს:

ა) უფლებების გადაცემის აქტი;

ბ) ყველა განმცხადებლის ან მფლობელის თანხმობა, თუ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ცვლილება ან უფლებების გადაცემა საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა ახლდეს განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება მხედველობაში არ მიიღება.

6. გამოქვეყნებულ განაცხადში განხორციელებული ცვლილება და უფლებების გადაცემა ქვეყნდება ბიულეტენში და საპატენტო სიგელი პატენტის აღწერილობასთან ერთად გაიცემა პატენტის ახალი მფლობელის სახელზე (დასახელებაზე).

7. პატენტში განხორციელებული ცვლილება ან უფლებების გადაცემა ქვეყნდება ბიულეტენში და გაიცემა პატენტის დანართი.

8. დანართი იბეჭდება საქპატენტის ბლანკზე, ხელს აწერს საქპატენტის თავმჯდომარე და დასტურდება ბეჭდით.

9. დანართში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: პატენტის ნომერი, დასახელება, პატენტის ყოფილი და ახალი მფლობელის ვინაობა და მისამართ