1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ საქართველოს პატენტრწმუნებულთა 2 საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში აფუძნებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე − 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ ამტკიცებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წესდებას და 1 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ.

5. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ასოციაციის დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა იწვევს ასოციაციის საერთო კრებას, რომელიც ირჩევს ასოციაციის გამგეობის, ეთიკის კომისიისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.

6. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე:

ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ წინაშე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ უფლებამოსილია ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“ ან „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახე