1. კანონის 621 მუხლის თანახმად, პატენტის მფლობელს უფლება აქვს დადოს პატენტის გირავნობის ხელშეკრულება.

2. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა ხელშეკრულების მხარეებმა შესაძლოა დაამოწმონ სანოტარო წესით.

3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.

4. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება წარდგენილი უნდა იქნეს საქპატენტში, პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

5. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია რეესტრში უნდა მოხდეს გირავნობის ხელშეკრულების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში.

6. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს:

ა) განცხადება პატენტის გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე;

ბ) პატენტის გირავნობის ხელშეკრულება;

გ) პატენტის მფლობელ(ებ)ის და მოგირავნის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან