1. თუ კანონით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის საფასურის გადახდა ხდება მოთხოვნისთანავე, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
2. დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.
3. საფასურის გადახდის ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
4. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ, რომელთაგან ერთ-ერთზე მაინც ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფასურებთან დაკავშირებული შეღავათი, შესაბამისი ქმედებისთვის საფასური გადაიხდება აღნიშნული შეღავათით.
5. თუ განაცხადი შეტანილია რამდენიმე განმცხადებლის მიერ და მათზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის შეღავათი, შესაბამისი ქმედებისათვის გადაიხდება საფასური უფრო მეტი შეღავათით.
6. განმცხადებლის მიერ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საქპატენტის საბანკო ანგარიშზე.
7. თუ განმცხადებელი არის პირი, რომელიც „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №182 დადგენილების მე-6 მუხლის საფუძველზე სარგებლობს შეღავათით, ის ვალდებულია ყოველი საფასურის გადახდისას საქპატენტში წარმოადგინოს იმ სტატუსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამ შეღავათის მიღების საფუძველია. სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საქპატენტში წარმოდგენამდე არაუგვიანეს ერთი თვის