1. პატენტს, პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს საქპატენტი.
2. ინფორმაცია პატენტის სრული ან ნაწილობრივი ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
3. ნაწილობრივ ბათილად ცნობა ხდება გამოგონების ფორმულის ცვლილების მეშვეობით.
4. სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენა პატენტის მფლობელის მიერ ხდება საქპატენტში. განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გადახდილ უნდა იქნეს შესაბამისი საფასური.
5. სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის განცხადების წარდგენა არ არის შესაძლებელი, როდესაც პატენტზე მიმდინარეობს ხელახალი ექსპერტიზა.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პატენტის მფლობელის სახელს ან დასახელებას;
ბ) წარმომადგენლის სახელსა და გვარს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) პატენტის ნომერს;
დ) ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვლილ ფორმულას, შეცვლილ ნახაზებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეცვლილ აღწერილობას.
7. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს, საქპატენტი ატყობინებს განმცხადებელს ხარვეზის შესახებ და განუსაზღვრავს 2 თვეს ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8. თუ პატენტის სრულად ბათილად ცნობის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება სრულყოფილია, საქპატენტი ბათილად ცნობს პატენტს და ამის შესახებ შეატყობინებს განმცხადებელს.
9. თუ პატენტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება სრულყოფილია, საქპატენტი ამოწმებს, წარმოდგენილი შეცვლილი ფორმულა წარმოადგენს თუ არა დაცვის ფარგლების დავიწროებას და შეცვლილი ფორმულა შეესაბამება თუ არა კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს. თუ წარმოდგენილი ფორმულა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, საქპატენტი განმცხადებელს აძლევს 2-თვიან ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
10. თუ წარმოდგენილი ფორმულა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, საქპატენტი შეატყობინებს განმცხადებელს ამის შესახებ და მოსთხოვს ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნების საფასურის გადახდას 2 თვის ვადაში.
11. საფასურის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის მონაცემებსა და აღწერილობას.
კარი II
სასარგებლო მოდელი
სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და სასარგებლო მოდელის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებე