თავი VII — პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები
1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;
ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
21. საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს:
გ) ამ კანონის 685 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 711 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.
3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-45-44-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2010
სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შეხედულებას სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ნორმის – „საქართველოს საპატენტო კანონის“ 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესთან წინააღმდეგობის თაობაზე.
…თამაშობებსა და გათამაშების წესებზე. ე. თ-ეზე გაცემული პატენტი, დასათაურებითა და გამოგონებაზე პატენტის აღწერილობით, პირდაპირ მიანიშნებს ლოტოს ტიპის გათამაშების ხერხისა და სისტემის გამოყენებაზე კავშირგაბმულობის ქსელის მეშვეობით. „საპატენტო კანონის « 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, პატენტი უქმდება, თუ დადგინდა, რომ პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება