ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის მოქმედების შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანია, უფლება აქვს, განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.1