1. საერთაშორისო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს მოცემული თანმიმდევრობით:

ა) PCT განცხადების ფორმა (PCT/RO/101);

ბ) აღწერილობა;

გ) გამოგონების ფორმულა;

დ) რეფერატი;

ე) ნახაზები, თუ აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად.

2. საერთაშორისო განაცხადის შემადგენელი გვერდები უნდა იყოს დანომრილი სამ, ან თუ საერთაშორისო განაცხადი შეიცავს თანამიმდევრობების სიას (ამინომჟავურ ან ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობას), ოთხ დამოუკიდებელ ჯგუფად. პირველი ჯგუფი ეკუთვნის განცხადების ფორმას, მეორე – აღწერილობას, გამოგონების ფორმულას და რეფერატს, მესამე – ნახაზებს, და მეოთხე – თანამიმდევრობების სიას.

3. საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში მატერიალური ფორმით ერთ ეგზემპლარად ან ელექტრონულად WIPO-ს ePCT სისტემის საშუალებით.

4. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო საძიებო უწყებად (ISA) აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი ხუთი უწყებიდან (მიეთითება საერთაშორისო განაცხადის ბლანკში):

ა) ავსტრიის საპატენტო უწყება (AT);

ბ) ევროპის საპატენტო უწყება (EP);

გ) რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახური (RU);

დ) ისრაელის საპატენტო უწყება (IL);

ე) აშშ პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყება (US).

5. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე, თუ საერთაშორისო საძიებო უწყებად მითითებულია  ავსტრიის საპატენტო უწყება (AT), ევროპის საპატენტო უწყება (EP), ისრაელის საპატენტო უწყება (IL), ან აშშ პატენტების და სასაქონლო ნიშნების უწყება (US) ან რუსულ ენაზე, თუ საერთაშორისო საძიებო უწყებად მითითებულია რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახური (RU).

6. საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს შემდეგი საფასურები:

ა) საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნის საფასური (Transmittal Fee), რომელიც განკუთვნილია მიმღები უწყებისთვის (საქპატენტისთვის);

ბ) საერთაშორისო წარდგენის საფასური (International Filing Fee), რომელიც განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროსთვის (IB);

გ) ძიების საფასური (Search Fee), რომელიც განკუთვნილია განმცხადებლის მიერ მითითებულ საერთაშორისო საძიებო უწყებისთვის (ISA).

7. თუ აღნიშნული საფასურების გადახდა არ მოხდება დადგენილ ვადაში, საქპატენტი ამის თაობაზე განმცხადებელს შეახსენებს წერილობით და მოსთხოვს საფასურების დაფარვას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება საფასურების სრულად გადახდა, განაცხადი ჩაითვლება გამოხმობილად. განაცხადის გამოხმობილად ჩათვლის შესახებ შეტყობინება გამოიცემა და იგზავნება საპატენტო კოოპერაციის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

8. საქპატენტი, როგორც მიმღები უწყება, მიღებულ საერთაშორისო განაცხადზე ატარებს PCT პროცედურით განსაზღვრულ ფორმალურ ექსპერტიზას, რომლის დასრულების შემდეგ განაცხადის ერთ ეგზემპლარს აგზავნის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში (IB), ხოლო მეორე ეგზემპლარი იგზავნება განმცხადებლის მიერ არჩეულ საერთაშორისო საძიებო უწყებაში (ISA).

კარი IV

ევროპული პატენტის ვალიდაცია

თავი X

ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის თარგმა