1. ევროპული პატენტის გაცემის შესახებ ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში პატენტის მფლობელმა უნდა წარადგინოს საქპატენტში პატენტის აღწერილობის (გამოგონების დასახელება, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს საქართველოში გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა.
2. თუ ევროპის საპატენტო ოფისში (EPO) წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად, ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, იმ თარიღიდან, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების ან მისი შეზღუდვის გადაწყვეტილების შესახებ, პატენტის მფლობელმა სამი თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს საქპატენტში ევროპული პატენტის შეცვლილი ან შეზღუდული სახით პატენტის აღწერილობის (გამოგონების დასახელება, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები, რეფერატი) ქართული თარგმანი, რომლის სისწორეზე პასუხს აგებს პატენტრწმუნებული და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა.
3. თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს დამატებითი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნების საფასურზე გადაიხდება 100% დანამატი.
4. ვალიდირებული ევროპული პატენტის მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის შესწორებული თარგმანი პატენტრწმუნებულის მეშვეობით და მისი გამოქვეყნებისთვის გადაიხადოს დადგენილი საფასური. მასალებს თან უნდა დაერთოს საქპატენტის მიერ დადგენილი განცხადების ფორმა.
5. საქპატენტი 1 თვის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი ვალიდირებული პატენტის ფორმულის თარგმანის შესაბამისობას ავთენტურ ტექსტთან და არსებითი სახის ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვს პატენტის მფლობელს პატენტრწმუნებულის მეშვეობით შესწორებული თარგმანის წარდგენას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი შესწორებული თარგმანი, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად (ab initio).
6. შესწორებული თარგმანის წარმოდგენის შემთხვევაში, საქპატენტი 1 თვის ვადაში კვლავ ამოწმებს შესწორებული თარგმანის შესაბამისობას ავთენტურ ტექსტთან და არსებითი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კვლავ მოსთხოვს პატენტის მფლობელს პატენტრწმუნებულის მეშვეობით შესწორებული თარგმანის წარდგენას 1 თვის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი შესწორებული თარგმანი ან წარმოდგენილი თარგმანი ისევ არ იქნება შესაბამისობაში ავთენტურ ტექსტთან, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად ( ab initio).
7. საქართველოს პატენტრწმუნებულის წარმომადგენლობის უფლებამოსილება დასტურდება პატენტის მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების საქპატენტში წარმოდგენასთან ერთად.
კარი V
დაცვის დამატებითი მოწმობა
დაცვის დამატებითი მოწმო