1. პატენტის მფლობელს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მოითხოვოს ამონაწერი რეესტრიდან.
2. რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად გადაიხდება დადგენილი საფასური. საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში მოთხოვნის წარდგენისთანავე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევაზე.
3. ამონაწერი გაიცემა მოთხოვნის შესაბამისი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამონაწერი რეესტრიდან უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საქმის ნომერი;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი;
გ) განაცხადის სტატუსი;
დ) განაცხადის ნომერი;
ე) განაცხადის შეტანის თარიღი;
ვ) რეგისტრაციის თარიღი;
ზ) საპრიორიტეტო მონაცემები;
თ) საერთაშორისო განაცხადის ეროვნული ფაზის დაწყების თარიღი;
ი) საერთაშორისო განაცხადის ნომერი და შეტანის თარიღი;
კ) საერთაშორისო განაცხადის გამოქვეყნების ნომერი და თარიღი;
ლ) განმცხადებელი;
მ) გამომგონებელი;
ნ) მფლობელი;
ო) წარმომადგენელი;
პ) განაცხადის გამოქვეყნების ნომერი და თარიღი;
ჟ) პატენტის ნომერი და გამოქვეყნების თარიღი;
რ) საერთაშორისო კლასიფიკაციის ინდექსი;
ს) დასახელება;
ტ) შემოტანილი პატენტის ნომერი და თარიღი;
უ) ძირითადი განაცხადის ნომერი (შემოტანილი პატენტის შემთხვევაში);
ფ) პატენტზე განხორციელებული ცვლილებების, უფლებების გადაცემის, ლიცენზიის გაცემის და გირავნობის შესახებ;
ქ) პატენტის სტატუსი.
5. რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა უფლებამოსილი პირის ხელმოწერი