1. კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პატენტის მფლობელს უფლება აქვს გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.

2. პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს:

ა) განცხადება კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე;

ბ) კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება;

გ) ლიცენზიარის და ლიცენზიატის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – ამონაწერი „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან“ ან მათი ტოლფასი სხვა დოკუმენტი.

3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაცია ითვალისწინებს ლიცენზიის ნომრის მინიჭებას არაბული ციფრებით, გამჭოლი ნუმერაციით და მიეწერება ლიცენზიის სახეობის შემოკლებული ლათინური აღნიშვნა.

4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური (Exclusive – E) და არაექსკლუზიური (Non-Exclusive).

5. კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი (Open – O), თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია.

6. რეგისტრირებულ სალიცენზიო ხელშეკრულებაზე გაიცემა ამონაწერი რეესტრიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ამონაწერის გაცემაზე საფასური არ გადაიხდება.

8. რეესტრში რეგისტრირებული კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.

9. რეგისტრირებულ სალიცენზიო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები რეგისტრირდება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენშ