1. განმცხადებელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით გარდაქმნას განაცხადი გამოგონებაზე განაცხადად სასარგებლო მოდელზე და პირიქით. განმცხადებელს, რომელსაც სურს განაცხადი გამოგონებაზე გარდაქმნას განაცხადად სასარგებლო მოდელზე, უნდა წარადგინოს განცხადება ამის შესახებ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოგონების განაცხადი ეხება გამოგონებათა ჯგუფს, მაშინ ასეთი განაცხადის სასარგებლო მოდელის განაცხადად გარდაქმნის შემთხვევაში, განმცხადებელმა განცხადებაში უნდა მიუთითოს, თუ ჯგუფის რომელი ობიექტისათვის სურს ასეთი გარდაქმნის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გარდაქმნა მოითხოვება პირველ დამოუკიდებელ მუხლში მოყვანილი ობიექტის მიმარ