1. არასრულწლოვანი მედიკამენტის იღებს ექიმის დანიშნულებითა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით.

2. ექიმი ვალდებულია, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსსა და სახლის დირექტორს.

3. სახლში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. არასრულწლოვანის სახლში გადამისამართება შეწყდება, თუ სახლში ყოფნისას გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა