1. არასრულწლოვანს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით, ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიეწოდება შესაბამისი პროგრამები/სერვისები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის“ შესაბამისად.
2. სახლს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სერვისი/პროგრამა, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა ექნება კანონთან კონფლიქტში მყოფ იმ არასრულწლოვანსაც, რომელიც არ გადამისამართდა სახლში.
3. არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისი/პროგრამა სრულდება მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
4. სახლში არის გამოყოფილი სპეციალური ოთახი ან ადგილი, სადაც შესაძლებელია სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანთან ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირებ