1. სახლში უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება.

2. ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმი ვალდებულია შეამოწმოს:

ა) არასრულწლოვანისთვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, საკვების მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

ბ) სახლის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

გ) არასრულწლოვანის ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობის შესაბამისობა სეზონის პირობებთან.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება სახლის დირექტორს.

4. თუ სახლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა სახლის შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს ცენტრს. მიმართვას უნდა დაერთოს ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმის წერილი.

თავი VII

არასრულწლოვანის რეაბილიტაცია და მხარდაჭე