1. არასრულწლოვანს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო სერვისებით.
2. არასრულწლოვანს სამედიცინო სერვისებით, მათ შორის, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო რეფერალით, უზრუნველყოფს ცენტის სამედიცინო სამსახური.
3. არასრულწლოვანის სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, ხორციელდება სახლის სამედიცინო ოთახში, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სპეციალური სამედიცინო ინვენტარითა და მედიკამენტებით.
4. არასრულწლოვანს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.
5. სამედიცინო პერსონალი არასრულწლოვანს აძლევს რჩევებს პირადი ჰიგიენისა და ალკოჰოლის, ფსიქოაქტიური, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანის ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა გზით გადამდები დაავადებების შესახე