1. სოციალური მუშაკი ვალდებულია გეგმური მონიტორინგის ყოველთვიური ანგარიში მომზადებიდან დაყოვნებლივ გადაუგზავნოს სახლის დირექტორს.
2. სახლის დირექტორი უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე განსახილველად მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარუდგენს გეგმური მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ.
3. მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის“ შესაბამისა