1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული კანონიერი წარმომადგენლის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ცენტრის მომართვის საფუძველზე სააგენტო გამოყოფს თანამშრომელს, რომელიც შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად ცენტრთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. თუ აღნიშნულის მიუხედავად, კანონიერი წარმომადგენელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას კვლავ არ ასრულებს, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად ან მიმართავს ცენტრს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასაწყებად.
3. ცენტრის ამ კანონითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცენტრის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანება