1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – ჩარიცხვის წესი) შესაბამისად,  სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციისას პირის კანონიერი წარმომადგენელი უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. პირის კანონიერი წარმომადგენლის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომართვას და თანდართულ დოკუმენტებს სკოლა უგზავნის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს 2 სამუშაო დღის ვადაში.

3. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მომართვასა და თანდართულ დოკუმენტებს 2 სამუშაო დღეში უგზავნის მულტიდისციპლინურ გუნდს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის შედგენის მიზნით