ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესსა და პირობებს,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს, რომელიც მოიცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის წესს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ინკლუზიური განათლების სფეროში