1. სკოლის დირექტორი ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წარდგენილ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნას დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მოსწავლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების აღწერა და დასაბუთება;
გ) იმ ზომების აღწერა, რომლებიც სკოლამ მიიღო მოსწავლის მიერ სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელეების პირველადი მართვის მიზნით, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი;
დ) კლასის დამრიგებლის/მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ შედგენილი, შესაბამის საგანში/საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შეფასების ფორმა, რომლის ნიმუში მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ე) ინკლუზიური განათლებაში ჩართული სპეციალისტის/სპეციალისტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შედგენილი მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის მართვის პირველადი შეფასებები და რეკომენდაციები;
ვ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, რომელსაც დაურთავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ინფორმაცია სკოლის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიმართვაზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისათვის უარის თქმის შესახებ (სკოლის დასახელების მითითებით);
ბ) ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში