1. თუ არსებობს საგნის მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს კონკრეტულ საგანში/საგნებში და აღარ ესაჭიროება მინიჭებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას აფასებს და შესაბამის დასკვნას ადგენს მულტიდისციპლინური გუნდი.

2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ხელახალი შეფასების ინიციატივით მიმართავს საგნის მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნულზე არსებობს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, სკოლის დირექტორი ვალდებულია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან მოითხოვოს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება.

3. სკოლის მიერ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიმართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოლის დირექტორის მიმართვას უნდა ახლდეს:

ა) კლასის დამრიგებლის/მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ შედგენილი, შესაბამის საგანში/საგნებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) აღწერის ფორმა რომელიც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების შეფასებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

დ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის  წერილობითი თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, მიმართოს სკოლის დირექტორს და  მოითხოვოს მულტიდისციპლინური  გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მოხსნის მიზნით. სკოლისგან უარის მიღების შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია, თავად მიმართოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ამ მოთხოვნით. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი მიმართვის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალური   საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებასა და დასკვნის შედგენას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მოხსნის მიზნით მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს ამ წესის მე-10 და მე-12 მუხლებით დადგენილი წესი