1.  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. განცხადება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე (მათ შორის www.pedagogi.ge-ზე).

3.  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი საჯარო სკოლისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;

გ) შესასრულებელ სამუშაოს;

დ) შრომის ანაზღაურების ოდენობას;

ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას;

ვ) შესაბამისი საჯარო სკოლის მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღების ვადას;

ი) სხვა ინფორმაციას შესაბამისი საჯარო სკოლის გადაწყვეტილებით.

4. განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც არ შეიძლება იყოს ათ დღეზე ნაკლებ