1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად,  საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება შესაბამისი  კომისია.

2. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან.

3. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ უნდა იქნეს არანაკლებ ერთი მულტიდისციპლინური გუნდის წევრი.

4. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის წევრი/წევრები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის საჯარო სკოლასთან).

5. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევ