სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია:
ა) შენობა-ნაგებობის ფიზიკური გარემოს მოწყობის მიზნით, ითანამშრომლოს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან;
ბ) სკოლის დირექციის წარმომადგენლების, მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების მიზნით ითანამშრომლოს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოებული აქვთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება;
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე დაიწყოს ზრუნვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე;
დ) ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის საჭიროების შემთხვევაში, საჭიროების იდენტიფიცირებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით;
ე) ხელი შეუწყოს სმენის დარღვევის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სპეციალურ მასწავლებლს ჟესტური ენის შესწავლაში;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის მქონე პირის სკოლაში ჩარიცხვისთანავე ან მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭებისთანავე განახორციელოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნის მიზნით;
ზ) არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
თ) სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, ასევე სკოლის ბიუჯეტში ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის დანერგვისათვის შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება;
ი) განახორციელოს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები