სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაბამისი საგნის მასწავლებელი:
ა) აკვირდება მოსწავლის მიერ გამოხატულ პროგრესს სწავლაში და აფასებს მისი მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) დონეს, ახდენს მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის დროულ იდენტიფიცირებას;
ბ) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სიძნელის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კლასის დამრიგებელს ან/და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ შესაბამის სპეციალისტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების მოთხოვნით ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესით მიმართავს სკოლის დირექციას;
დ) მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებით გამოხატული სირთულის პირველადი მართვისას ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (სკოლაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციების შესრულების მიზნით თანამშრომლობს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთან და იღებს ყველა საჭირო ზომას;
ე) მონაწილეობს ისგ ჯგუფის საქმიანობაში;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიღწევების ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო შედეგებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმართავს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს;
ზ) შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
თ) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან/კლასის დამრიგებელთან/ ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების პროცესში;
ი) აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მოსწავლის სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების გათვალისწინებით მიმართავს მას რეკომენდაციებით;
კ) ახორციელებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ