1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება მულტიდისციპლინური გუნდის წევრის ხმა.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს საჯარო სკოლის დირექტორის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
4. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირების მიზნით წარედგინება საჯარო სკოლის დირექტორს.
5. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილების შესახე