მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი:
ა) მონაწილეობას იღებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის შეფასებაში;
ბ) მონაწილეობას იღებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში;
გ) ეხმარება და კონსულტაციას უწევს მასწავლებელს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებს ეროვნული და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების განხორციელების პროცესში;
დ) უზრუნველყოფს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლისათვის, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლაში, მათ შორის რესურს-ოთახში და სახლში გარემოს, აქტივობების, რესურსების მორგებას ან საჭირო ადაპტაციისათვის რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) სივრცითი ორიენტაციის უნარის განსავითარებლად წარმართავს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან;
ვ) ხელს უწყობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სივრცეში დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და დამოუკიდებლობას;
ზ) უზრუნველყოფს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლებთან ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობის წარმართვას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარ