ჟესტური ენის სპეციალისტი:
ა) სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ საჭიროებებს;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მისთვის კომუნიკაციის საუკეთესო ფორმას - ჟესტური ენა ან ჟესტების თანხლებით მეტყველება;
გ) მონაწილეობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესში;
დ) ჟესტური ენის სწავლების მიზნით, შეიმუშავებს ერთი სემესტრის/სასწავლო წლის სასწავლო პროგრამას. აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან და სპეციალურ მასწავლებელთან რათა ჟესტური ენის სწავლებაში მოხდეს საგნობრივი ლექსიკის ინტეგრირება;
ე) ჟესტური ენის ცალკეული გაკვეთილისთვის შეიმუშავებს დეტალურ გეგმას;
ვ) ხელს უწყობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების ჟესტურ ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაძლიერებას და თარჯიმნის დახმარების ეფექტურად გამოყენებას;
ზ) მონაწილეობს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ბილინგვური განათლების პროცესში;
თ) სპეციალურ და საგნის მასწავლებლებთან ერთად გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს;
ი) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებების საშუალებით და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს სკოლის თემში ჟესტური ენისა და მისი გამოყენების პოპულარიზაციას;
კ) შესაძლებლობების ფარგლებში, პერიოდულად უზრუნველყოფს სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჟესტური ენის მომხმარებელ თანატოლებთან და უფროსებთან/ყრუთა თემთან ინტერაქციას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას სმენის დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებლებს, სხვა სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და სურვილის შემთხვევაში, სმენის მქონე თანატოლებს;
მ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებშ