სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში, მათ შორის რესურს-ოთახში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს;

გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებშ