1. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგს სკოლა ახორციელებს არანაკლებ სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.
2. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების წესი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სკოლა შიდა მონიტორინგის ინსტრუმენტს შეიმუშავებს სამინისტროსა და მულტიდისციპლინური გუნდის რეკომნდაციის საფუძველზე.
4. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ჯგუფს და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს.
5. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი ადგენს ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებული შიდა მონიტორინგის დასკვნას, რომელსაც დასკვნის შედგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა წარუდგენს სამინისტროს