ფსიქოლოგი:
ა) აფასებს და აღწერს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფუნქციურ უნარებს;
ბ) მონაწილეობას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესში;
გ) კონსულტაციას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და სხვა სპეციალისტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების, ქცევის მართვის და ა.შ. შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ინდივიდუალურად და ჯგუფურად;
ე) ეხმარება მასწავლებელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ადაპტირებულ სასწავლო მასალას;
ზ) ადვოკატირებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლებებს;
თ) ზრუნავს სკოლის დირექციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლებაზე ინკლუზიური განათლების სფეროში;
ი) ზრუნავს სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნაზე;
კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის გადამისამართებას სხვა სპეციალისტთა