თავი III — მოსწავლისათვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას
ჟესტური ენის თარჯიმანი:
ა) სმენის დარღვევის იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს, რომელთა სწავლებაც ქართულ ჟესტურ ენაზე მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესსა და სხვა სასკოლო სიტუაციებში უზრუნველყოფს თარგმანით – ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და, პირიქით, ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე.
ბ) თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან და სკოლის სხვა სპეციალისტებთან გაკვეთილის თარგმანის მომზადების მიზნით;
გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან გამართულ საინფორმაციო/საკონსულტაციო და სკოლის სხვა სპეციალისტების ერთობლივ სამუშაო შეხვედრებშ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 29, №16/ნ, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4007539/muxli-29/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია