ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2012 ძალადაკარგული 11.01.2017
ნომერი
№05/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 05/ნ

201 2 წლის 6 იანვარი

 ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ5” ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წეს ი“ დანართის შესაბამისად .

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №34/ნ ბრძანება .

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ში (შემდგომში – სკოლა) მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრა

1. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში– მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ელექტრონული განაცხადის გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში–საინფორმაციო სისტემა) ოფიციალურ ვებგვერდ ზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა

1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა.

3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს სკოლის დირექტორი შეისწავლის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ, დოკუმენტებს წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.

4. სკოლის დირექტორი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს გამოცემისთანავე უზრუნველყოს მოსწავლის დარეგისტრირება საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდ ზე.

5. საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდ ზე მოსწავლის რეგისტრაციის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

6. მოსწავლე სკოლაში ჩარიცხულად ითვლება საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდ ზე მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 4. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

1. სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში , თუ:

ა) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სკოლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად მოსწავლე 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და არ დადგენილი წესით დარეგისტრირებულა ექსტერნად;

ბ) სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას ;

გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხ ა ს არ შე ი ტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

დ) მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

ე) დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი ;

ვ) მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს ;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხ ა ს არ შე ი ტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე .

2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება და მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ,

3. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს .

4. მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით.

5. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით.