„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №58/ნ
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 /ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებით (ვებგვერდი, 120106019, 09/01/2012 , სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016271) დამკიცებულ ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვა
1. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის ავტომატიზებული საშუალებებით რეგისტრაციის (შემდგომში _ რეგისტრაცია) ვადა და სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ფარგლებში, მოსწავლის რეგისტრაციას უზრუნველყოფს მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი პირადად, მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მოსწავლის რეგისტრაციის ფორმის შევსებით.
3. რეგისტრაციისას საინფორმაციო სისტემის მიერ მოსწავლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განახორციელოს ცვლილებები მოსწავლის სარეგისტრაციო მონაცემებში ან გააუქმოს რეგისტრაცია.
4. სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ 1 სამუშაო დღეში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საიფორმაციო სისტემას 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების არ/ვერ წარმოდგენის შემთხვევაში მოსწავლის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №58/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.22.022.016324.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №58/ნ, 29.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016324 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1600576/