„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №118/ნ
2012 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №5 ბრძანებით (ვებგვერდი, 120106019, 09/01/2012,სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016271) დამკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. მოსწავლეთა ჩარიცხვა იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ პირველკლასელთა ჩარიცხვის და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა) ვალდებულება
1. კერძო სამართლის იურიდიული პირების ფორმით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი აქვთ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით პირველკლასელთა ჩარიცხვის და უსასყიდლოდ სწავლების (გარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერული დაფინანსებისა) ვალდებულება საშუალო საფეხურის დასრულებამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოფენ არა უმეტეს პრივატიზებულ ქონებაში პრივატიზებამდე არსებულ საჯარო სკოლის საშუალო საფეხურდაძლეულ მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამის სოციალურად დაუცველი ოჯახების (ამ წესის მიზნებისათვის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 00 1 -ზე ნაკლებია) მოსწავლეების ჩარიცხვას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ შესაბამისი წლის 31 მაისის მდგომარეობით დარეგისტრირებული ოჯახის იმ წევრ(ებ)ის შესახებ, რომლის ასაკი შეესაბამება პირველი კლასის მოსწავლის ასაკობრივ ჯგუფს, პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადი ნომრის, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის მითითებით.
3. სამინისტრო ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში’’ რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეების გადანაწილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი